დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 10-მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან ტყვიის სროლაში, რომელსაც 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა „ნინო სალუქვაძის ტირი“.
ჩემპიონატში შესანიშნავად გამოვიდნენ ქუთაისელი მსროლელები.
ვაჟებში ოქროს მედალი მოიპოვა იოანე ხვარეშიამ, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა შოთა გირგვლიანი.
ვაჟთა შორის გუნდურ შეჯიბრში პირველ ადგილზე ქუთაისი გავიდა - 1691 (ქულა)-იოანე ხვარეშია - 573,შოთა გირგვლიანი - 566,გიორგი მუმლაძე - 552.

