ილია თოფურია ისევ ჩემპიონია.
მან ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი და ყოფილი ჩემპიონი, ჩარლზ ოლივერია პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
28 წლის ქართველი მებრძოლი, ქვემსუბუწი წონის (65კგ) შემდეგ, უკვე მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია.
თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ორი წონის ქამრის მფლობელი გახდა.
შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურიას ამ დროისთვის 17-დან 17 მოგება აქვს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე, სპორტული და მუსიკალური ღონისძიებებით აღინიშნა.
ახალგაზრდობის სკვერში მთელი დღის მანძილზე ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი პერფორმანსი "მოგზაურობა ოლიმპიეთში"მოეწყო. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბაგა -ბაღების გაერთიანების აღსაზრდელებმა, საბავშვო ოლიმპიური სოფელი წარადგინეს.
მინი ტურნირები გაიმართა მძლეოსნურ გარბენში, ქართულ ჭიდაობაში, ტანვარჯიშში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფეხბურთსა და კალათბურთში. ასევე მოეწყო სკოლის მოსწავლეების მიერ ოლიმპიურ თემატიკაზე შესრულებული ნახატების გამოფენა. ადგილობრივმა მეწარმეებმა კი თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები წარადგინეს.
დღესვე იმერეთის რეგიონის წარმატებული და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს , ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს დავით გორდელაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, მერიის და ააიპიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტს როგორც, ვეტერანი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, ასევე მოქმედი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობდნენ.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, ააიპიების, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
ხვალ,22 ივნისს, ბაღდათში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღის მასშტაბური აღნიშვნა იგეგმება. ღონისძიებები 10:00-12:00 საათამდე ახალგაზრდულ სკვერში მოეწყობა.იგეგმება სხვადასხვა სახის შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობები, ოლიმპიზმის თემატიკაზე გაიმართება პერფორმანსი. სიმბოლურად დაინთება ოლიმპიური ცეცხლი.მოეწყობა ბავშვთა ოლიმპიური სოფელი.
ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და წარმატებული სპორტსმენები დაეწრებიან.
ორგანიზატორი ბაღდათის მერია და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტია.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე 1948 წლიდან აღინიშნება.
20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე რაგბის სკოლა ,, აიას ,, აღზრდილი 4 მორაგბე იასპარეზებს: ლუკა ნარსია,ბაჩუკი ბარათაშვილი, თემუკა ძოძუაშვილი,საბა შერვაშიძე.
ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა 29 ივნისს,20:00 საათზე გაიმართება- ირლანდია vs საქართველო.
მომდევნო შეხვედრა-ახალი ზელანდია vs საქართველო 4 ივლისი, 20:00 საათზე შედგება.
საქართველო - იტალიის დაპირისპირება კი 9 ივლისი, 22:30 საათზე გაიმართება.
მაკედონიაში, ქ.სკოპეიში, ევროპის პირველობა გაიმართა 17 წლამდელთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენი, მურთაზ ბაღდავაძე, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა (მწვრთნელი პაატა ნოზაძე).
მათე ცინაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ( მწვრთნელი თეიმურაზ მურღულია).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებასაქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით რამდენიმე პროექტს…
პარასკევი ივლისი 24
In სპორტიდღეს ქუთაისში ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებულის ,,ყველა ბაღიდან წავა ზამთარი,, პრეზენტაცია გაიმართება. 19…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოება