ქუთაისელი მოკრივე დავით მხეცაძე (მწვრთნელი, ზაალ ჯავახაძე) WORLD BOXING FUTURES CUP-ის ჩემპიონია!
ტაილანდის დედაქალაქ ბანკონგში გამართულ 19-წლამდელ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე - „მომავლის თასი” ქართველმა სპორტსმენმა , 80 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ყაზახი მოკრივე ტიმურ ტაიბეკოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა!
„მომავლის თასზე” 78 ქვეყნის 450 წარმომადგენლი მონაწილეობდა.
ჭაბუკი მოკრივეები პარალელურად 2026 წლის დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოდნენ.
ევროპის მოქმედმა ვიცე ჩემპიონმა დავით მხეცაძემ ბანკონგში 3 ორთაბრძოლა გამართა და სამივეში გაიმარჯვა.
სტარტზე მან ტაჯიკ ხუჯამუმინჯონ ხოლოვს პირველსავე რაუნდში სძლია. 14 მარტს ნახევარფინლში ფრანგი უორენ ჩოფო დაამარცხა - 5:0. დღეს კი ფინალში ყაზახ ტიმურ ტაიბეკოვს მოუგო.
