ხორვატიაში, U15 კატეგორიის რაპირით მოფარიკავეებს შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
ქუთაისის ლევან კირკიტაძის სახ. N15 ფარიკაობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოფარიკავემ, გივი ყურაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მწვრთნელი, ვლადიმერ გოქაზე.
ხორვატიაში, U15 კატეგორიის რაპირით მოფარიკავეებს შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
ქუთაისის ლევან კირკიტაძის სახ. N15 ფარიკაობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოფარიკავემ, გივი ყურაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მწვრთნელი, ვლადიმერ გოქაზე.
ტყვიის მსროლელთა ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას სამეულმა ფინალში 16:6 დაამარცხა უკრაინა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.

მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო - შემადგენლობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი მაქსიმ შიმონი ჰყავდათ, თუმცა ქართველებმა წარმატებით და სტაბილურად,უშეცდომოდ იასპარეზეს.
ბრინჯაოს მედალი პოლონეთმა მოიპოვა.პოლონელმა სპორტსმენებმა დასკვნით შეხვედრაში ასევე 16:6 დაამარცხეს ბულგარეთი.
ხორვატიაში, ტყვიის მსროლელთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში დღეს გაიმართა.
საქართველოს გუნდის შემადგენლობაში 2 ქუთაისელი-იოანე ხვარეშია და გიორგი მუმლაძე ირიცხებიან.მესამე წევრი , შოთა სუმბაძე თელავიდან არის.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს - ,,შენგელია არენას" ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი 2017-2021 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოში ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია ,,ძლიერი ქუთაისის თავმჯდომარე", 2021 წლიდან დღემდე- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი.
სტადიონის ყოფილი დირექტორი თეიმურაზ კიკვაძე პირველი მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.
17-21 თებერვალს, ქუთაისი რაგბში საქართველოსა და უკრაინის 7-კაცა ნაკრები გუნდების ერთობლივ ვარჯიშებსა და სპარინგ-მატჩებს უმასპინძლებს.
ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს 17-21 თებერვალს ქუთაისში გაივლიან. ამ პერიოდში საქართველოს უკრაინის 7-კაცა ეწვევა და ერთობლივ ვარჯიშებთან ერთად, სპარინგ-მატჩებიც გაიმართება.
დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე, სამხრეთ აფრიკაში იასპარეზებს, სადაც 4 საუკეთესო მსოფლიო სერიების პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.
ქეიფთაუნში პირველი ეტაპი 1-2, ხოლო მეორე 7-8 მარტს გაიმართება.
ჩელენჯერის სერია წელს განსხვავებული ფორმატით იმართება. პირველ ორ ეტაპზე 12-12 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 8 საუკეთესო მესამე, კრაკოვის (პოლონეთი, 11-12 აპრილი) ეტაპზე გავა. პოლონეთის ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი მსოფლიო რაგბის 7-კაცა სერიის შესარჩევი ტურნირის საგზურს მიიღებს, რომელსაც 3-4 მაისს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.
ქეიფთაუნში 12 ქვეყანა ოთხ სამგუნდა ჯგუფში გადანაწილდება. საქართველო ა ჯგუფში იაპონიასთან და გერმანიასთან ითამაშებს.
ჯგუფში ორ-ორი თამაშის შემდეგ, პირველადგილოსნები თასის ნახევარფინალში გადიან; მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები კი მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ.
მთლიანობაში, შარშანდელისგან განსხვავებით თითოეულ ეტაპზე გუნდებს უწინდელი ექვსის ნაცვლად 4-4 თამაშის გამართვა მოუწევთ.
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ( U9, U11, U13, U15) გოგონათა და ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ,9 ტურად ჩატარდა და მასში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
I-II ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა ევროპის და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს.
9 წლამდე გოგონებიში 9 ქულით I ადგილი - ქუთაისელმა ლილე სვანაძემ (მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) მოიპოვა.
9 წლამდე ჭაბუკებიში მეორე ადგილი 7 ქულით ქუთაისელმა ანდრია ყუბანეიშვილმა( მწვრთნელი რამაზ ერაძე) დაიკავა.
11 წლამდე გოგონებში I ადგილის ფლობელი ქუთაისელი მართა დოგრაშვილი გახდა 7,5 ქულით. ( მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი)
13 წლამდე გოგონებიში ქუთაისელმა გოგონებმა პირველი და მესამე ადგილები დაისაკუთრეს.
I ადგილზე ანასტასია ჭიჭინაძე გავიდა ( მწვრთნელი გიორგი მენაბდე) 6,5 ქულით.
III ადგილი კი ანასტასია ქუთათელაძემ დაიკავა ( მწვრთნელი ინგა კიკვიძე) -6,5 ქულით.
13 წლამდე ჭაბუკებში პირველი ადგილის მფლობელი დავით თათვიძე გახდა 7 ქულით.(მწვრთნელი ირაკლი ახვლედიანი)
III ადგილი კი 7 ქულით ლუკა გოგავამ დაიკავა.(მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი)
15 წლამდე გოგონებში I ადგილზე 8,5 ქულით ქუთაისელი ბარბარე აშოთია გავიდა.(მწვრთნელი დავით ჯოჯუა)
II ადგილი კი ქუთაისელმა თეკლა კოღუაშვილი დაიკავა 7,5 ქულით. (მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე)
15 წლამდე ჭაბუკები ქუთაისელმა გაბრიელ გაბადაძემ 6 ქულით მესამე ადგილი მოიპოვა. (მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი)
ჩემპიონატის მთავარი ორგანიზატორი და ტურნირის დირექტორი, ალექსანდრე არსენიძე გახლდათ, ხოლო მთვარი მსაჯი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ინგა კიკვიძე.
“ტორპედოს” ახალი სეზონიდან 3 წლის ვადით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან.
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიანინო ზარიძე-მაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! „როცა…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოება