შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 150 გრამზე მეტი „კოკაინი“, „მეთილფენიდატი”-სა და „კოდეინის“ 359 აბი, 206 აბი ,,პრეგაბალინი“ და 17 აბი „ლირიკა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. ამავდროულად, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს .
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებას წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდა, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტოსურათებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი", „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა" და მცენარე „კანაფი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.
საქართველოს თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტის) გადახდა დაევალა, „ნამახვანჰესის” შეჩერებისათვის.
კობახიძის თქმით, ის რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა, მომავალში აღარ განმეორდება.
„ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ მოხდა. იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რასაც შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არაშენებასთან დაკავშირებით. კონტექსტს შეგახსენებთ, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი, ხოლო სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი. საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა.
დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. ამბიციური გეგმები გვაქვს, ჩვენი გეგმის თანახმად, უნდა აშენდეს 3 დიდი ჰესი, საშუალო და მცირე ჰესები, ქარისა და მზის სადგურები, ამას კი სათანადო ძალისხმევა სჭირდება. დღეს აგენტურა ბევრად უფრო დასუსტებულია, ხოლო ხელისუფლება და სახელმწიფო ბევრად უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც რამდენიმე წლის წინ უცხოური აგენტურის ინიციატივით განვითარდა, დღეს ვეღარ განვითარდება. სამწუხაროა ის, რაც მოხდა, თუმცა სახელმწიფო სრული პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ის, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა, მომავალში აღარ განმეორდება.
პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით, ზუსტად ეს წყაროები იდგნენ კონკრეტული NGO-ებისა და ძალების უკან. შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია.
ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, „კანონი გრანტების შესახებ“, FARA და ა.შ. აგენტურა დღეს ბევრად უფრო სუსტია. სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვნახოთ გზები ალტერნატივის მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს.
როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რაც Justia U.S. Law-ს ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ამიტ პ. მეჰტას მიერ არის ხელმოწერილი. სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სასამართლო გარჩევის შეჩერების მცდელობას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჰიდროელექტროსადგურ „ნამახვანჰესის” 800 მლნ დოლარის პროექტის დახურვას მოჰყვა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებადღეს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება. გახსნა კინოთეატრ,,საქართველოში,, 19:00 საათზეა დაგეგმილი.ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაქუთაისში,№2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება და ბრალდებულის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მომხდართან დაკავშირებით…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 58-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერით ,,აბესალომ…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაქუთაისში,№2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება და ბრალდებულის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მომხდართან დაკავშირებით…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოებასამშაბათი ოქტომბერი 13
In საზოგადოება