ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა საბავშვო ბაღის შენობა, განახლდა შიდა და გარე სივრცეები და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
განახლებული საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
