ტყიბულში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების — ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო.
ტყიბულელი ჯარისკაცები სამშობლოს დასაცავად მტერთან უთანასწორო ბრძოლაში 11 აგვისტოს გმირულად დაიღუპნენ.
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
