- საზოგადოება
- გადასვლები: 414
ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 173 ფაქტი გამოვლინდა-სექტემბრის სტატისტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს.
430 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 173 - ქუთაისში, 87 - ბათუმში, 61 კი - რუსთავში.
649 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 102 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 425 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 306 - მიკროავტობუსების, 18 სატვირთო ავტომობილის, 2 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ.
