ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა.
ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის კედლებზე დაიხატა ნამუშევრები: "ლურჯა ცხენები" (მხატვარი დავით სამხარაძე), "გალაკტიონი"(მხატვარი ირაკლი ხადეიშვილი) და

"ქართული ცეკვა" ( მხატვარი სალომე მერაბიშვილი).

წერეთლის ქუჩის ერთ-ერთი საყრდენი კედელი კი, დაამშვენა მურალმა "არგონავტები" (მხატვარი თინა ჩერტოვა).
ოთხივე ნამუშევარი ქართული კულტურის, ისტორიისა და იდენტობის სხვადასხვა თემას ეხმიანება და ქუთაისის ურბანულ სივრცეს კიდევ ოთხ განსხვავებულ ისტორიას მატებს.
