- საზოგადოება
- გადასვლები: 189
დღეს მთელი დღის მანძილზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ავტომობილების მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება
დღეს, 25 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე აინთება და საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
შესაბამისად,მთელი დღის განმავლობაში მოედანზე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება - 26 დეკემბრის 00:00 საათამდე (ღონისძიებების დასრულებამდე).
იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები.
N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰3 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით, აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰113 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით , ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰ 41 ავტობუსი, ნაცვლად თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე და გაივლის გელათის ქუჩას. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
ფოტოს ავტორი არჩილ გეგენავა
