პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი ქუთაისის საკრებულოეში, ელეონორა არჩაია გამოდის ინიციატივით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს პროკურატურის ყოფილი შენობა გადაეცეს.
,,დღეს ეს დაწესებულება ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება რთულია, იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ მოძრაობს. პარკირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ვიწრო გზა ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნის პრობლემებს. ეს განსაკუთრებით დიდ უხერხულობასა და საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და მათ მშობლებს.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ყოფილი პროკურატურის შენობა კი წლებია მიტოვებულია. მისი დაზიანებული ფასადი ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, განვიხილოთ ხელოვნების სკოლის ამ შენობაში გადმოტანის შესაძლებლობა. აქ არის ბევრად უკეთესი მდებარეობა, როგორც ტრანსპორტის, ისე პარკირების თვალსაზრისით.
თუ არსებული შენობის ადაპტირება ვერ მოხერხდება, მაშინ მომავალ ბიუჯეტში უნდა მოხდეს ახალი და თანამედროვე ხელოვნების სკოლის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გათვალისწინება.,,-ელეონორა არჩაია,ქუთაისის საკრებულოს წევრი.
