სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან, მერის მოადგილეებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო აფხაზეთის ომში გმირულად გარდაცვლილ მებრძოლთა ხსოვნას.
მამა მაკარმა (აბესაძე) , ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სოხუმის დაცემიდან დღეს 33 წელი გავიდა.
