ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. ამ პერიოდში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მხოლოდ იმერეთში კი, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტყით უკანონო სარგებლობის 152 ფაქტი გამოვლინდა.
