დ.კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ ვარლამ ფესტვენიძის პერსონალურ ფოტოგამოფენას უმასპინძლა.

დ.კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ ვარლამ ფესტვენიძის პერსონალურ ფოტოგამოფენას უმასპინძლა.

ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტს, საოპერო მომღერალს , რამაზ კუბლაშვილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით 6 მარტს,მესხიშვილის თეატრში საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თავად რამაზ კუბლაშვილი, მისი კოლეგები, აღზრდილები და თეატრის ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.დასაწყისი 19:00 საათზე.
რამაზ კუბლაშვილის დებიუტი დიდ სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისში“ მალხაზის პარტიით შედგა,კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში.
კონსერვატორიაში სწავლის დასრულების შემდეგ, 1979 წლიდან, რამაზ კუბლაშვილის შემოქმედებითი კარიერა ქუთაისის ოპერის თეატრს დაუკავშირდა.
მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ პარტიებს, როგორებიცაა: აბესალომი, მალხაზი, გურამი (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), კოტე (დოლიძის „ქეთო და კოტე“), არსაკიძე (მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“), მინდია, ერთაოზი (თაქთაქიშვილის „მინდია“, „პირველი სიყვარული“), ბერდო (ლაღიძის „ლელა“), ალფრედი, ჰერცოგი (ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), ტურიდუ (მასკანის „სოფლის ღირსება“), ნადირი (ბიზეს „მარგალიტის მაძიებლები“), რინუჩო (პუჩინის „ჯანი სკიკი“), ლენსკი, ვოდემონი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ახალგაზრდა ბოშა (რახმანინოვის „ალეკო“) და ა.შ.
პარალელურად, პროფესორი რამაზ კუბლაშვილი აქტიურ, ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.
1999 წელს ის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2018 წელს კი საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი - „ხელოვნების ქურუმით“. ამავე წელს ქუთაისის ოპერის თეატრის წინ გაიხსნა რამაზ კუბლაშვილის ვარსკვლავი.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება.
ყოველი თვის ბოლოს, ქუთაისელი მაყურებელი უახლესი ქართული კინოს იხილავს, შეხვდება რეჟისორებსა თუ მსახიობებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაერთოს.
ჩვენებების ციკლი დაიწყება 24 იანვარს. გიორგი სიხარულიძის “პანოპტიკონის” ჩვენების შემდეგ კი მსახიობ დათა ჩაჩუასთან შეხვედრა გაიმართება. ფილმში მონაწილეობენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, ლევან გაბრავა, მალხაზ აბულაძე.
კინოჩვენება 24 იანვარს, 19:00 საათზე, კინოთეატრ “საქართველოში " გაიმართება.
უკვე 179 წელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი- გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. წარმოდგენა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა, თავად გიორგი ერისთავის მონაწილეობითა და რეჟისორობით.
რაც შეეხება ქუთაისს, აქ პირველი წარმოდგენა 1861 წლის 3 მარტს გაიმართა-დაიდგა ,,გაყრა,,
1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
1969 წლის 27 დეკემბერს ქუთაისში გაიხსნა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი,რომელიც უკვე 60 წლისაა.
83 წლიანი ისტორია აქვს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრს,რომელიც 1946 წელს დაარსდა. პირველი წარმოდგენა- აკაკი ბელიაშვილის ,, თეთრი ფინია’’ , 1946 წლის 31 დეკემბერს გაიმართა.
ქუთაისი I საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს - „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ მასპინძლობს. ფესტივალი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში ტარდება.მასში მონაწილეობენ მეცნიერები, ლიტერატურათმცოდნეები, მთარგმნელები, მწერლები, პოეტები, გამომცემლობები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, მწერლებს, მთარგმნელებს და ლიტერატურის მოყვარულებს აერთიანებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ლიტერატურულ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
ქუთაისის საერთაშორისო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ქართველი და უცხოელი ლიტერატორები სხვადასხვა თემატურ სექციაში წარადგენენ მოხსენებებს და გაიმართება დისკუსიები. ფესტივალის ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმსა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენები მოეწყობა.
ფესტივალის გახსნას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.
ქუთაისი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს -„ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ უმასპინძლებს. იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში, საფესტივალო ღონისძიებები 28-30 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
ფესტივალის მიზანი კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებაა.
სამდღიანი პროგრამა სექციურ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.
ქუთაისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერია იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 13 წლიდან -17 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის, დაბა ბაკურიანში, საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის…
პარასკევი ივლისი 03
In საზოგადოება3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი.…
პარასკევი ივლისი 03
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე…
პარასკევი ივლისი 03
In განათლებასაერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "თეატრალური იმერეთი“ დახურვის ცერემონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. „თეატრალური იმერეთი“…
ხუთშაბათი ივლისი 02
In კულტურაა(ა)იპ “ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის” მონიტორინგის ჯგუფი რეგულარულად ახდენს ქალაქში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უნებართვოდ განთავსების…
ხუთშაბათი ივლისი 02
In საზოგადოებასაერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "თეატრალური იმერეთი“ დახურვის ცერემონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. „თეატრალური იმერეთი“…
ხუთშაბათი ივლისი 02
In კულტურაა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - ნ. გაბუნიას სახელობის #4…
სამშაბათი ივნისი 30
In კულტურაწელს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს . ფესტივალი 24 ივნისიდან 2…
ხუთშაბათი ივნისი 18
In კულტურაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-…
სამშაბათი მაისი 19
In კულტურაქუთაისქალაქობის ფარგლებში,2 მაისს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება . დღის დასკვნითი აქტივობა საღამოს 20:00 საათზე ,ცენტრალურ მოედანზე…
ხუთშაბათი აპრილი 30
In კულტურა