ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ- მუზეუმს ესტუმრა, მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცა.
ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ქორეოგრაფებმა ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით მუზეუმის ეზოში მსვლელობა მოაწყვეს. ადგილობრივმა შემსრულებლებმა, მაიაკოვსკის სახლ - მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ერთად, ლიტერატურულ მუსიკალური ღონისძიება წარმოადგინეს. სადაც საუბარი მუზეუმების მნიშვნელობას შეეხო.
დღესვე ბაღდათის მერი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბაღდათის 1 საჯარო სკოლის ღონისძიებას დაესწრო, აღნიშნული ღონისძიება მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ეროვნული სამოსის დღეს მიუძღვნეს.
