ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრში ახალი, საიუბილეო 80-ე სეზონი 19 სექტემბერს,პრემიერით გაიხსნება.
,, ქაღალდის ჩიტი“-ასე ქვია გივი ჭიჭინაძის პიესას, რომლის რეჟისორიც ეკატერინე სირაძეა. სპექტაკლში თოჯინების თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.მონაწილეობენ მსახიობები:
„ქაღალდის ჩიტი“ პატარა მაყურებლისთვის შექმნილი პიესაა, სადაც ჩვეულებრივი ქაღალდი და მაკრატელი ზღაპრულ სამყაროს აცოცხლებს.
ქაღალდისგან გამოჭრილი ჩიტი და სხვა ფიგურები ბავშვური ფანტაზიის, მეგობრობის, სიკეთისა და თავისუფლების სიმბოლოებად იქცევა.
პიესა თამაშის, მუსიკისა და ვიზუალური მეტაფორების საშუალებით პატარებს შემოქმედებითი აზროვნებისკენ, ნატვრის, რწმენისა და ერთმანეთის თანადგომისკენ მოუწოდებს, ხოლო უფროსებს ახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი სასწაული სწორედ წარმოსახვიდან იწყება.
