წელს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს .
ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.გახსნა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატულ თეატრშია დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება რეჟისორ თათა პოპიაშვილის სპექტაკლი ,,ნოემბრის სითბო,, .
ყველა სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
წელს ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები ჩაერთვებიან.ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის გარდა, წარმოდგენები ნაჩვენები იქნება ბაღდათის, სამტრედიის, ხონის,წყალტუბოს,თერჯოლისა და ხარაგაულის თეატრებშიც.
ფოტო ფესტივალის არქივიდან.
