ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - ნ. გაბუნიას სახელობის #4 სამუსიკო სკოლის საორკესტრო განყოფილების მე-3 კლასის მოსწავლემ, ალექსანდრა ცუცქირიძემ სოლო კონცერტი გამართა. ( პედაგოგი: ეკა გიორგაძე, კონცერტმაისტერი: თეონა ფურცხვანიძე). კონცერტს მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა უმასპინძლა. ალექსანდრა ცუცქირიძე არაერთი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია.
2023-2024 სასწავლო წელი:
ქ. ბორჯომის მე-3 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი_ სპეციალური პრიზი ,,ყველაზე პატარა, ძალიან პერსპექტიული მონაწილე“
ქ. ალანიის (თურქეთი) მე-3 გლობალური ხელოვნების კონკურსი _ I ადგილი
ქ. ბათუმი _ კონცერტი ბათუმის კამერულ ორკესტრთან ერთად; დირიჟორი დ. მუქერია
2024-2025 სასწავლო წელი:
მე-10 საერთაშორისო კონკურსი ,, პატარა ვირტუოზი“ _ I ადგილი
საერთაშორისო თეორიული კონფერენცია ,,თაობათა ცვლა“
ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-17 რესპუბლიკური კონკურს-ფესტივალი ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ _ I ადგილი
ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურს-ფესტივალი ,,რონდო კლასიკა“ _ ლაურეატის წოდება
ქ. თბილისი, კონცერტი კამერულ ორკესტრთან ერთად; დირიჟორი დ. მუქერია
ბათუმის მე-6 საერთაშორისო კონკურსი ,,მსოფლიო ჰარმონია“_ I ადგილი
ქ. ბათუმი _სოლო კონცერტი
ქ. ალანია (თურქეთი) მე-4 საერთაშორისო კონკურსი Global Art Competition_ I ადგილი
ქ. ვენა (ავსტრია) _ XIX International Music Competition for Young Musicians in Vienna ,,Art Duo” _ II ადგილი.
2025-2026 სასწავლო წელი :
ქ. ბათუმი, კონკურს-ფესტივალი ,,გრანდ ტალანტი“ _ II პრემია
ი.ს.ბახის IX ეროვნული კონკურსი _ დიპლომი
ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVIII რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსი ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ _ I ადგილი, ოქროს მედალი
ალექსანდრა ცუცქირიძე ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა .
