ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება.
ყოველი თვის ბოლოს, ქუთაისელი მაყურებელი უახლესი ქართული კინოს იხილავს, შეხვდება რეჟისორებსა თუ მსახიობებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაერთოს.
ჩვენებების ციკლი დაიწყება 24 იანვარს. გიორგი სიხარულიძის “პანოპტიკონის” ჩვენების შემდეგ კი მსახიობ დათა ჩაჩუასთან შეხვედრა გაიმართება. ფილმში მონაწილეობენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, ლევან გაბრავა, მალხაზ აბულაძე.
კინოჩვენება 24 იანვარს, 19:00 საათზე, კინოთეატრ “საქართველოში " გაიმართება.
