ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, 80 წლის იუბილე მიულოცა ბაღდათის სახალხო თეატრის დამსახურებულ მსახიობს ეთერ დევაძეს.
როგორც მერმა აღნიშნა, ეთერ დევაძის წვლილი დიდია ბაღდათის თეატრის განვითარებაში. ნოდარ გიორგიძემ მსახიობს მადლობა გადაუხადა.
"ქალბატონო ეთერ გილოცავთ 80 წლის იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტია დგახართ სცენაზე და ქმნით საინტერესო როლებს. თქვენ ხართ ბაღდათის სახალხო თეატრის ცოცხალი მემატიანე, თქვენი ღვაწლი დიდია ჩვენი თეატრის განვითარებაში, სწორედ ამის დასტურია ის რეგალიები რასაც ღირსეულად ატარებთ დღემდე, მომავალში ველოდებით თქვენგან არაერთ საინტერესო როლს, როგორც გჩვევიათ გამორჩეული არტისტიზმით და ნიჭიერებით", - განაცხადა ბაღდათის მერმა ნოდარ გიორგიძემ.
ეთერ დევაძე ბაღდათის სახალხო თეატრიში 56 წელი მოღვაწეობს და მას 90 როლი აქვს შესრულებული. არის ღირსების ორდენის კავალერი, ბაღდათის საპატიო მოქალაქე და არაერთი თეატრალური ფესტივალის ლაურეატი.
