დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით, 15 ინფიცირებული პაციენტია, რომელთა წყარო ჯერ კიდევ ცნობილი არ არის.დღევანდელი 38 ახალი შემთხვევიდან კი 5 -ის წყარო ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად დღევანდელი მაღალი მაჩვენებლისა, შექმნილი სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია.
,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ უნდა მივეცეთ დამშვიდებას და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ქართველებმა დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია. არ დაგვიმარცხებია! ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, მაშინ საშიშროება დადგება ფართო მასშტაბიანი და წყალში ჩაგვიყრის ყველაფერს, რასაც 8 თვის განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენ აქამდე ბევრად ნაკლები დაზიანებით მოვედით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.