ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 47 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა.ინფიცირებული შუახნის მამაკაცია და ის ტრაილერის მძღოლია. მას მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 11 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.აქედან 3 სამედიცინო პერსონალია, 3 დაავადებულ პირთან კონტაქტია, 2 იმპორტირებული შემთხვევაა,აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 12 ბათუმის საკონდიტრო ,,დონას,, კლასტერია, 4 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, ხოლო 4-ის წყარო უცნობია.გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი.