21აგვისტოს ონლაინ ჩატარდა შეხვედრა ჯგუფის წევრებთან.
ქალბატონებმა აგვისტოს თვეში ადვოკატირების პროცესისთვის დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულეს და ორი საკითხის მოსაგვარებლად მერიაში წერილებიც დაარეგისტრირეს.
21აგვისტოს ონლაინ ჩატარდა შეხვედრა ჯგუფის წევრებთან.
ქალბატონებმა აგვისტოს თვეში ადვოკატირების პროცესისთვის დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულეს და ორი საკითხის მოსაგვარებლად მერიაში წერილებიც დაარეგისტრირეს.
ქუთაისის ქალთა სიანიციატივო ჯგუფის მიერ ადვოკატირების პროცესი არ წყდება, იდენტიფიცირებულ პრობლემებზე მომზადდა მიმართვითი წერილები ქუთაისის მერის და ქუთაისის გენედერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომერის სახელზე.
ხონის ქალთა სიანიციატივო ჯგუფის მიერ ადვოკატირებული პრობლემა, რომელიც ეხებოდა დასახლებაში ნაგვის ურნების დამატებას უკვე გადაჭრილია. თვის დასაწყისში მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეიძნა ურნები, რომლებიც უკვე განთავსებულია შესაბამის ლოკაციებზე.
ასევე აქტიურად გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რათა მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტში არსებობდეს პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს ბინათ მესაკუთეობის ამხანაგობებს ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად თანამონაწილეობით განახორციელონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს საშუალებას მოგვცემს რომ აქტირუად დავარეგისტრიროთ პეტიცია და ცვლილებას გავუკეთოთ ინიცირება ადგილობრივ ბიუჯეტში.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის. ამ ეტაპზე ჯგუფი ადვოკატირებს წყალტუბოს, აფხაზეთის ქუჩის დასახლებაში არსებული მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის საკითხზე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით მიმდინარეობს პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ხდება დასახლების მიმდინარე ტერიტორიის გასუფთავება სარეველა ბალახებისგან, მიმდინარე კვირაში მოხდა, საკანალიზაციო ჭების გასუფთავება და მიმდებარე ტერიტორიის, კორპუსებისა და სარდაფების შეწამვლა.
20 აგვისტოს სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა ინფორმაციები გაცვალეს რა მდგომარეობაა პრობლემათა ადვოკატირების კუთხით. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ადვოკატირების გეგმის მიხედვით მუშაობენ და მონიტორინგს უწევენ ცალკეულ პროცესებს.
„მუდმივად ვართ ჩართული პროცესებში, ვთანამშრომლობთ პასუხისმგებელ სტრუქტურებთან, ვცდილობთ ჩვენს მიერ იდენთიფიცირებულ პრობლემებს არ დაეკარგოს აქტუალობა. “
„ადვოკატირების გეგმაზე მუშაობისას ვიმსჯელეთ მოსალოდნელ რისკებზე, ამიტომ ბარიერები ჩვენს განწყობაზე არ მოქმედებს.“
ადვოკატირების პარალელურად, სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ თემში წარმოქნილი ახალი პრობლემების იდენთიფიცირებისთვის.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში
5 სამიზნე მუნიციპალიტეტის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ონლაინ ფორმატში შეხვდენ ერთმანეთს.
იმერეთში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ფაქტი შინაგან საქმეთა…
ხუთშაბათი აპრილი 25
In საზოგადოებადარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს…
ხუთშაბათი აპრილი 25
In პოლიტიკასაქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ამ…
ხუთშაბათი აპრილი 25
In საზოგადოებამეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსახლეობას ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს. როგორც ფარტენაძე წერს,მეტეოროლოგიური შეფასებების მიხედვით,ჰაერის ტემპერატურა,…
ოთხშაბათი აპრილი 24
In საზოგადოება,,ქართული ტრადიციები 2011,,-ის ინფორმაციით,აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ინტენსიურად მიმდინარეობს 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზებისა და…
ოთხშაბათი აპრილი 24
In საზოგადოებაქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - „გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პოლიტიკისა და პროგრამების საუკეთესო…
პარასკევი მარტი 22
In გენდერიპროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები- საჭიროებებზე ორიენტირებული,ადგილობრივი პოლიტიკის აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში…
ოთხშაბათი მარტი 13
In გენდერიპროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები-საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის…
ოთხშაბათი მარტი 13
In გენდერიქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით 23 თებერვალს მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა ქუთაისში, ჰიბრიდულ რეჟიმში, თემაზე „თანამშრომლობისა…
ორშაბათი თებერვალი 26
In გენდერიქალთა ფონდი „სოხუმი“ ქუთაისის მუნიციპალიტეტში პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი…
ხუთშაბათი იანვარი 18
In გენდერი