წარმატებული ადვოკატირების პროცესის წარმოებისთვის, მნიშვნელოვანია გვყავდეს მეტი თანამოაზრე, რომ პრობლემის მნიშვნელობა დასაბუთებულად იყოს წარმოდგენილი-ეს მიზანი დაისახა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ხონში, რადგან პრობლემა, რაც მათ ადვოკატირებისთვის აიღეს მეტად სიღმისეულად იყოს აღსაქმელი დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლებისთვის.
ივლისის თვეში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რომელზეც მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტში არსებობდეს პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს ბინათ მესაკუთეობის ამხანაგობებს ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად თანამონაწილეობით განახორციელონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრებმა ხელი შეუწყო იმას, რომ მონაწილეებს გაეანალიზებინათ ის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესები, რომელიც გარანტი იქნება იმისა, რომ მაქსიმალურად მეტი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა მოხდეს დევნილი თემის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.