ხონის დევნილ ქალთა და გოგონათა ორი საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ვორკშოპებისა და ტრენინგების ციკლი თემებზე: „საჭიროებების შეფასება, მონაცემთა შეგროვება“;“სამოქალაქო ინიციატივის განაცხადების შემუშავება”; „ლიდერობა, თვითპრეზენტაცია, საჯარო გამოსვლები“; “ადგილობრივი თვითმართველობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები” და „ადვოკატირების წარმოების პრაქტიკული მექანიზმები და სტრატეგია ადგილობრივ დონეზე“.
მონაწილეებს მიეწოდათ თეორიული მასალა თუ - რა არის სოციალური კვლევა და როგორ უნდა დაიგეგმოს კვლევა სწორად რომ მივიღოთ საჭირო ინფორმაცია. ასევე რამდენად მნიშვნელოვანი არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია სოციალური პროექტების დაგეგმვისას. მონაწილეებმა აიმაღლეს უნარები „სამოქალაქო ინიციატივის“ კონკურსისთვის განაცხადების სწორად შევსების კუთხით.
ამავდროულად ჯგუფის წევრებს საშუალება ქონდათ გაეაზრებინათ თუ რა არის ლიდერობა, როგორ უნდა აღმოაჩინონ და განვითარონ ეს უნარები. ასევე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გუნდური მუშაობა და გუნდის სწორად ფორმირება.
გავაცანით სამოქალაქო აქტივიზმის არსი და მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიებისა და ფორმებზე. მიიღეს ინფორმაცია თუ რა არის ადვოკატირება და როგორ დავგეგმოთ ადვოკატირების პროცესი. ეს ყევლაფერი მათ აქტიურ მუშაობას შეუწყობს ხელს.