"USAID,,--ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ დევნილ ქალთა და გოგონათა სამიზნე-სამუშაო 4 ჯგუფთან ,13 და 14 აპრილს 4 ტრენინგი ჩატარდა თემაზე:"საბიუჯეტო ადვოკატირება და მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში".
ტრენინგში ჩართული 4 ჯგუფიდან 80 -მა მონაწილემ ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ,თუ რა არის ბიუჯეტი.რას მოიაზრებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.რა ბენეფიტები არსებობს.რა სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა ქუთაისში მცხოვრებ დევნილ ქალებსა და გოგონებს თავიანთი საცხოვრებელი კორპუსების და პირობების გასაუმჯობესებლად.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს,რომ ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ბიუჯეტირების პროცესთან დაკავშირებით.ასევე გაიგეს,თუ რა ვალდებულება აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას,რისი მოთხოვნა შეუძლიათ მოქალაქეებს.რამდენად მნიშვნელოვანია ფლობდე სწორ ინფორმაციას და როგორ უნდა გამოიყენო ის.
მიღებული ცოდნის საფუძველზე,პროექტის მონაწილე ქალები / გოგონები ქუთაისის მუნიციპალიტეტში ,საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების სრულფასოვანი აქტორები ხდებიან ,რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.