ა. წ. 09 სექტემბერს შედგა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სამუშაო (საინიციატივო) ჯგუფის პროექტის:“ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჯგუფის წევრებმა, ასევე დასახლება „კოტეჯების“ მაცხოვრებლემა. დღის წესრიგის თანახმად განიხილეს მიმდინარე საკითხები, რომლის შესახებ ინფორმაცია გააკეთეს ჯგუფის წარმომადგენლებმა: ბ. კუპრეიშვილმა და ქ. გვაძაბიამ. შეხვედრის მსვლელობის დროს მონაწილებიის მიერ გამოითქვა დამატებით გამოვლენილი პრობლემები, რომელიც ეხება უმთავრესად სანიაღვრე არხების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის მოწყობას, სახურავის პრობლემას ნიკეას დასახლებაში, „ამხანაგობის“ ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ჭომის დასახლებაში, რომ შეძლონ მუნიციპალურ პროგრამებში მონაწილეობის მიღება. განიხილეს საკითხი დიდი კონფერენციის ჩატარებისა და მათი მონაწილეობის შესახებ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ლობისტის“ მოძიების, რათა დაჩქარდეს, იმ პრობლემების გადაჭრა , რომელიც აწუხებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა და კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებთ.