- გენდერი
- გადასვლები: 793
ქალბატონებმა კიდევ ერთხელ განიხილეს პრიორიტეტული პრობლემები, განიხილეს პრობლემის ხე, ისაუბრეს ჯგუფის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობესა და პრობლემის მოგვარებასთნ დაკავშირებულ რისკებზე, რის შემდეგაც, ადვოკატირების გეგმაზე მუშობასაც შეუდგნენ.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე პრობლემების ადვოკატირების დინამიკა შეაფასეს. აღინიშნა, რომ ჯგუფის წევრები მუდმივად არიან ჩართული ადვოკატირების პროცესში, რადგან აქტიური ჩართულობა განსაზღვრავს პოზიტიურ შედეგს.
ივლისის თვეში ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის სტრატეგიაში პრიორიტეტები შეიცვალა. ძლიერი წვიმის შედეგად დევნილთა დასახლებაში ახალი პრობლემები გაჩნდა, რაც მათ სამოქმედო გეგმაში აისახა.
სიტუაციის შეფასების მიზნით შეაგროვდა ინფორმაციები, ფოტო და ვიდეომასალები, კომუნიკაცია შედგა პასუხისმგებელ პირებთან.
ადვოკატირების პროცესში თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული, იგეგმება სამინისტროების ჩართვა ამ პროცესში, რათა სტიქიის შედეგად გაჩენილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში
8 ივლისს ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი მედიცინის მუშაკებისთვის. ტრენინგს ესწრებოდა 15 მონაწილე ხონის, წალენჯიხის, სენაკის, ჩოხატაურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.
ტრენინგზე, რომლის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“, განიხილეს შემდეგი ძრითადი საკითხები: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები.
მონაწილეების შეფასებით, მათი აზრით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა.
„ტრენინგი იყო ჩემთვის როგორც ექიმისთვის საინტერესო, გავამახვილებდი ყურადღებას მიღებულ ინფორმაციებზე, საინტერესო მეთოდებზე და გარემოზე“, - ტრენინგის მონაწილე ექიმი/
„ტრენინგის ფორმატმა მოგვცა საშუალება გვესაუბრა პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად, მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი სამედიცინო პერსონალის ცნობადობის გაზრდაზე საჭირო რომ ყველა სამედიცინო მუშაკმა გაიაზროს თავისი პირდაპირი პასუხისმგებლობა“, - ტრენინგის მონაწილე ექიმი.
ტრენინგი მხარდაჭერილია პროექტით "ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი".
მხარდაჭერილია კანადის თანასწორობის ფონდის მიერ.
3 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ქალთა ფონდ ,,სოხუმის“ ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შემუშავება“ ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრების აქტიური მონაწილეობით.
ტრენინგის სამუშაო ნაწილში მონაწილეებმა გააკეთეს წინა გენდერული თანასწორობის გეგმის შესრულების მოკლე ანალიზი, განსაზღვრეს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მოახდინეს ადგილობრივი გენდერული ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება და შედგა დიალოგი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებზე.
შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 16:00 საათზე შოვში ღვარცოფი…
ორშაბათი აგვისტო 03
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი…
პარასკევი ივლისი 31
In საზოგადოებაჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების…
ხუთშაბათი ივლისი 30
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და…
ხუთშაბათი ივლისი 30
In საზოგადოებაქუთაისის,,ტორპედოს,, ხელმძღვანელობა პირველ აგვისტოს გულშემატკივარს შეხვდება და კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს. ,, გულშემატკივრებთან ღია და…
ოთხშაბათი ივლისი 29
In სპორტიხონის დევნილ ქალთა და გოგონათა ორი საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ვორკშოპებისა და ტრენინგების ციკლი თემებზე:…
შაბათი ივლისი 12
In გენდერიმეწარმე ქალთა ფონდმა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2025 წლის აპრილის თვეში ხონის…
ოთხშაბათი ივლისი 09
In გენდერიფონდმა ,,სოხუმმა,, კვლევა გაავრცელა-ონლაინ ძალადობა მოსწავლეებში. შედეგები არც ისე სახარბიელო. ,,სოციალური მედია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი…
ორშაბათი მარტი 24
In გენდერი"USAID,,--ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ დევნილ ქალთა და გოგონათა სამიზნე-სამუშაო 4 ჯგუფთან ,13 და…
ორშაბათი აპრილი 29
In გენდერიქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - „გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პოლიტიკისა და პროგრამების საუკეთესო…
პარასკევი მარტი 22
In გენდერი