მეწარმე ქალთა ფონდმა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2025 წლის აპრილის თვეში ხონის დევნილთა დასახლებაში დაიწყო პროექტის - - “ხონის დევნილთა დასახლების და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის” განხორციელება. რომლის ფარგლებშიც შეიქმნა დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო-საინიციატივო ჯგუფები. რომლებიც აქტიურად იმუშავებენ დასახლებაში არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრაზე.
პროექტი ხელს შეუწყობს ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, რაც დადებითად იქნება ასახული ხონის დევნილთა დასახლების მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.