20 აგვისტოს სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა ინფორმაციები გაცვალეს რა მდგომარეობაა პრობლემათა ადვოკატირების კუთხით. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ადვოკატირების გეგმის მიხედვით მუშაობენ და მონიტორინგს უწევენ ცალკეულ პროცესებს.
„მუდმივად ვართ ჩართული პროცესებში, ვთანამშრომლობთ პასუხისმგებელ სტრუქტურებთან, ვცდილობთ ჩვენს მიერ იდენთიფიცირებულ პრობლემებს არ დაეკარგოს აქტუალობა. “
„ადვოკატირების გეგმაზე მუშაობისას ვიმსჯელეთ მოსალოდნელ რისკებზე, ამიტომ ბარიერები ჩვენს განწყობაზე არ მოქმედებს.“
ადვოკატირების პარალელურად, სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ თემში წარმოქნილი ახალი პრობლემების იდენთიფიცირებისთვის.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში