ჩატარდა საინფორმაცი შეხვედრა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, სადაც მონაწილეებთან ერთად განხილული იყო შერჩეული პრობლემების ადვოკატირების დინამიკა.
ჯგუფის ლიდერმა მერიაში წარდგენილი წერილები გააცნო მონაწილეებს და მათგან ოპერატიულად მიღებული პასუხებიც წაიკითხა.
აქტიურად მიმდინარეობს პროცესი, თუმცა არის საკითხები, რომელიც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს.
მონაწილეებს ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი კონფერენციის შესახებ, სადაც მათ შეეძლებათ გამოიყენონ პლათფორმა სწორედ იმისთვის, რომ საკითხები ადვოკატირების მიზნით დააყენონ ცენტრალურ დონეზე.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში.