- გენდერი
- გადასვლები: 508
ფონდი სოხუმის, საინიციტივო ჯგუფისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ქუთაისში
ა.წ 20 სექტემბერს, შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ , მათთან ორგანიზებული სამუშაო (საინიციატივო) ჯგუფის წევრების, რომელიც დაკომპლექტებულია კონფლიქტით დაზარალებული ქალების და ახალგაზრდებისგან და არიან დევნილთა დასახლების და კოლექტიური ცენტრის ბინადარნი, ქუთაისის მერიის წარმომადგენლების.
შეხვედრა იყო ორგანიზებული, საქართველოში აპრობირებული და წარმატებული „ერთი ფანჯრის" მეთოდის გამოყენებით.
სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით განხილული იქნა შემდეგი პრობლემები, რომელიც გამოვლინდა ამ ობიექტების საჭიროებების კვლევის შედეგად. (2022, მარტი)
დევნილთა დასახლება „კოტეჯები“ (ძველი, მის: ჭავჭავაძის ქ -ახლანდელი გ. გაბესკერიას ქუჩა)
პრობლემა:
დასახლების ტერიტორიაზე შემოსასვლელი მოკლე გზის (260მ) რეაბილიტაცია. ვინაიდან გზის ეს მონაკვეთი არ ეკუთნის ქუთაისის მუნიციპალიტეტს, საჭიროა საკითხის დაყენება მისი ქალაქისათვის გადაცემის.
გადამისამართების პრობლემა GPR-ის სისტემაში, პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა გამოინახა, მისი გუგლში დარეგისტრირების გზით, რაც იქნება გადაწყვეტილი მოკლე დროში.