„ერთი ფანჯრის“ პრინციპით ქალთა ფონდი „სოხუმის “ ინიცირებით წყალტუბოში, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, დევნილთა ჩასახლება „აფხაზეთის“ ქუჩაზე არსებული პრობლემის განხილვა გაიმართა.
ადვოკატირებისთვის საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი „აფხაზეთის“ ქუჩის დასახლებაში, VII_VIII კორპუსების დაზიანებული სახურავის პრობლემა შეირჩა.
მონაწილეობას, აღნიშნულ ფორმატში იღებდნენ: აფხაზეთიდან იგპ პირები, აფხაზეთის მთავრობის წარმოადგენლები იმერეთის რეგიონში: ნათია კოპალიანი, აბესალომ ჩანქსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, გენდერული საბჭოს წევრი, დეპუტატი და ყველა იმ უწყების წარმომადგენელი რომელთა კომპეტენციაშიც შედიოდა საკითხზე შედეგიანი ზეგავლენის მოხდენა.
შეხვედრის მსვლელობის პროცესში გამოიკვეთა ის სამსახურები და პიროვნებები რომელიც საკითხს უახლოეს მომავალში შეისწავლიან და შესაბამად გადაჭრიან.
შეხვედრაზე წარმოჩინდა ჩასახლებაში არსებული სხვა პრობლემებიც: საბავშვო ბაღის არასებობა, სარდაფებში არსებული წყალის პრობლემა, ეზოს დასუფთავება, რისი მოგვარების წინაპირობაც მიიღეს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებიდა მონაწილეებმა.
დამსწრე საზოგადოებამ " ერთი ფანჯრის" მეთოდით ჩატარებული შეხვედრის ეფექტიანობა აღნიშნეს და კმაყოფილება გამოხატეს.