21 სექტემბერს, ქალთა ფონდი „სოხუმის “ ინიციატივით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ჩატარდა შეხვედრა, სადაც ადვოკატირებისთვის შერჩეული პრობლემა განიხილეს: ინგირის თემში საბავშვო ბაღი "წითელქუდასთვის" ახალი, ტიპიური, თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობის აშენება.
შეხვედრა ჰიბრიდული მეთოდით ჩატარდა და მას როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები - სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, ა(ა)იპ სსლმ ცენტრის წარმომადგენელი, მერის წარმომადგენელი ინგირის თემში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი ქალბატონები.
შეხვედრა საჭირო, საინტერესო და საქმიანი იყო. ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება და ის
ცენტრალურ დონეზე გაგრძელდება