ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით და „ქალთა ეროვნული ლიგის" მოხალისებრივი ჩართულობით, პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციის“ ფარგლებში, ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში 18-19 დეკემბერს ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: "ოჯახების მომზადება საომარი და საგანგებო სიტუაციებისთვის".
რომელსაც ესწრებოდნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. პირველი დღე დაეთმო პირველადი სამედიცინო დახმარების ბაზისებს და ევაკუაციის საკითხს, ხოლო მეორე - სამოქალაქო მზადყოფნისა და უსაფრთხოების მნიშვნელობისა და პრინციპების განხილვას.
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ომის დროინდელი ისტორიები, ისაუბრეს სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ.
ტრენინგს ესწრებოდა აშშ-ის არმიის სამოქალაქოთა დახმარების სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლები.
ქალთა ფონდ „სოხუმს“ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი პრაქტიკა გააჩნია. ის ყოველწლიურად ზრდის და აფართოვებს თანამშრომლობის მასშტაბებს. წელს 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერმა სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. მათ ფონდის მიერ მომზადებული გასავრცელებელი მასალებიც დაურიგდათ. ფონდი „სოხუმის“ მიერ გადამზადებულმა პედაგოგებმა კი ტრენინგები მათ სკოლებში ჩაატარეს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური 16 დღიანი კამპანიის ქმედითად გასამართად.
„პედაგოგების ტრენინგმა მონაწილეებს დაანახა ფემიციდის პრობლემა, ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, 16 დღიანი კამპანიის მნიშვნელობა და მათი ჩართულობა ამ კამპანიაში,“ - განაცხადა ლალი შენგელიამ, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერმა.
ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭრისა და დახმარების სერვისების შესახებ ინფორმაციას გაეცნობი აქ - http://sosfsokhumi.ge/
25 ნოემბრიდან სენაკი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქტივობებით დაიხუნძლა. სენაკის 26 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებებს საშუალება მიეცათ მიღებული ცოდნა საკუთარი კრეატიული უნარების გამოყენებით 16 დღის მანძილზე გაევრცელებინათ შემდეგი აქტივობებით: აქციები, ჩანახატები, კინოჩვენებები, დისკუსიები, გამოფენები, საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები და სხვ. მათი საქმიანობა გასცდა სკოლის ფარგლებს და მოიცვა როგორც ვირტუალური სამყარო, ასევე საზოგადოების ყველა წევრი მათ თემში. გადიოდნენ ქუჩაში, მართავდნენ აქციებს, ატარებდნენ გამოკითხვებს. ჯამში ინფორმაცია მივიდა 6000-მდე მოქალაქესთან.
მთელი 16 დღის განმავლობაში 26 სკოლა, ფონდ „სოხუმთან“ ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობდა სენაკის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიასთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებასთან.
„ქალთა ფონდი „სოხუმისათვის“ მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებში შეიქმნას უწყებათაშორისი კომისიები, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ პრევენციული მიმართულებით და ასევე, მსხვერპლის დაცვისა და დახმარებისათვის. სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული უწყებათაშორისი კომისიის მიერ ჩატარებული კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ამის კარგი მაგალითია. ვისურვებდი, ეს მუხტი გადაედოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც და მოხდეს უწყებათაშიროსი თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა,“ - განაცხადა თეა გოლეთიანმა, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატორების ჯგუფის წევრი, სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის წევრი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები.
„შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის“, - აღნიშნულია კვლევაში.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას - დალაგებას, სადილის მომზადებას, სარეცხის გარეცხვას და ა.შ. თითქმის 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული. ამავდროულად, დედები ბავშვის მოვლას 5-ჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი - კვირაში 3.9 საათს. ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %). გამოკვლევის ფარგლებში სულ ქვეყნის მასშტაბით 3,680 შინამეურნეობა შეირჩა და 6,074 რესპონდენტი გამოიკითხა.
დროის გამოყენების გამოკვლევა შინამეურნეობების გამოკვლევაა, რომლის საშუალებითაც გროვდება მონაცემები, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში. იგი წარმოადგენს უნიკალურ წყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისთვის, კერძოდ, 5.4 ამოცანის შესრულების ინდიკატორების მისაღებად. მსოფლიოს მასშტაბით სწორედ დროის გამოყენების გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე ფასდება ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის წილი ქვეყნის კეთილდღეობაში და ამგვარ შრომაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დროითი განსხვავებებით გაანალიზდება გენდერული უთანასწორობები. მიღებულ მონაცემებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს აუნაზღაურებელი შრომის აღიარების, გადანაწილებისა და შესაბამისი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისთვის.
გამოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით ჩატარდა.
29 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (ჩოხატაური, ტყიბული, ქობულეთი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა), ცენტრალური ხელისუფლების (ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, განათლების სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო), სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მკვლევარმა - ნინო კორინთელმა ღონისძიების მონაწილეებს თავის პრეზენტაციაში კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარა, - „ბავშვთა კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ ერთი სტრუქტურული ერთეულის ან პროფესიული ჯგუფის ვალდებულება. გადამწყვეტია, საკითხისადმი ჰოლისტური მიდგომა. ბავშვთა მხარდაჭერისა და დაცვის საკითხებში ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლი და მათი გაძლიერებული ჩართულობა. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია პრევენციული მექანიზმების გაძლიერება.“
ღონისძიებაზე ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, ზუგდიდისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების პრაქტიკოს სპიკერებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ წარმომადგენელს მოუსმინეს.
„ჩვენი ორგანიზაცია მომხრეა, რომ აუცილებლად უნდა გაერთიანდეს მუნიციპალიტეტებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და კოორდინირებული მუშაობა დაიწყონ მუნიციპალიტეტებთან. დღეს მუნიციპალიტეტებს აქვთ ეს ფუფუნება. მათ გვერდით ნამდვილად არიან გამოცდილი ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ მათთვის ამ დახმარება გაწევა. თუმცა, სამწუხაროდ, ორგანიზაციებში ეს კოორდინაცია არ არის და მე ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი პრობლემაა. მაგალითად, ერთი ორგანიზაცია ცალკე აკეთებს შეფასებას ან საჭიროებათა კვლევას, მეორე ორგანიზაცია სხვა კვლევას და რეალურად, ერთმანეთის არაფერი ვიცით. ერთობლივი მუშაობისა და კოორდინირების გარეშე არაფერი გამოვა,“ - ეთერ ცხაკაია, ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის წარმომადგენელი
„ჩვენი მუნიციპალიტეტი და ჩვენი განყოფილება წელს ჩართული იყო ბავშვზე და ბავშვიან ოჯახებზე მორგებულ საჭიროებათა კვლევაში, რომელიც განხორციელდა ჩვენი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (ადგილობრივი და საერთაშორისო) ერთობლივი ძალისხმევით. ეს იყო საკმაოდ დიდი მასშტაბის კვლევა და ჩვენთვის პირველი დიდი გამოცდილება, სადაც გავეცანით მისი ჩატარების სპეციფიკას. მის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება. სამწუხაროდ, ეს იყო ისევ სიღარიბე ოჯახებში, მშობლების ნაკლები ინფორმირებულობა და მშობლების ნაკლები უნარები, რომლის გაზრდა, პოზიტიური მშობლობის კუთხით, აუცილებელია. ამისთვის გვაქვს დაგეგმილი ბევრი სხვადასხვა აქტივობა 2023 წლისთვის. ერთია, მაგალითად, „მშობლის სკოლა“, - ია ეხვაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი.
„ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ნებისმიერ უწყებასთან, რომელიც ეხება ბავშვებს. მჭიდრო კავშირი გვაქვს სკოლებთან, მანდატურის ფსიქოლოგებთან, ბაღებთან (ბაღის გამგეებთან, აღმზრდელებთან, მათ ფსიქოლოგებთან და ლოგოპედებთან), ამბულატორიის ექიმებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვების ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, სოფლებში მერის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ეს ოჯახები, კარგად ჰყავთ შესწავლილი და რომლებთანაც ინფორმაციას აქტიურად ვცვლით. ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება, რაც ჩვენს პრაქტიკაში იკვეთება არის, მშობლებთან უწყეტი თანამშრომლობა, რათა მათ იგრძნონ ჩვენი გვერდში დგომა,“ - ლელა ფურცელაძე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი.
ქალთა ფონდი „სოხუმის“კვლევაში ასახლ ყველა მიგნებასა და რეკომენდაციას გაეცნობი შემდეგ ბმულზე - https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13002-2022-11-11-16-55-50
ქალთა ფონდმა „სოხუმი“ ახალი მონიტორინგის ანგარიში - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ გამოაქვეყნა.
ანგარიშში შეფასებულია მუნიციპალიტეტების ბაზაზე არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტიანობა და ასახულია მათ წინაშე არსებული გამოწვევები, რაც აფერხებს აღნიშნულ განყოფილებების მიერ მოწყვლადი და კრიზისული ოჯახებისთვის ქმედითი და მათ საჭიროებაზე მორგებული დახმარების და მომსახურების გაწევას. დოკუმენტში ასევე ასახულია გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის განყოფილებების ინსტიტუციურ გაძლიერებას და საქმიანობის გაუმჯობესებას.
მონიტორინგის ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13002-2022-11-11-16-55-50
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაული წირვა სრულდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების…
ორშაბათი მაისი 06
In რელიგიაიერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად…
შაბათი მაისი 04
In რელიგია,,დაბრუნებულების პროტესტი სახლში,,-დღეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მორიგი აქცია ამ სლოგანით იგეგმება.შეკრებილები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას-არა…
პარასკევი მაისი 03
In საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი…
პარასკევი მაისი 03
In რელიგიამოსალოდნელი უამინდობის გამო, გარკვეული ცვლილება შევიდა „ქუთაისქალაქობის“ ფარგლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული…
ხუთშაბათი მაისი 02
In საზოგადოება"USAID,,--ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ დევნილ ქალთა და გოგონათა სამიზნე-სამუშაო 4 ჯგუფთან ,13 და…
ორშაბათი აპრილი 29
In გენდერიქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - „გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პოლიტიკისა და პროგრამების საუკეთესო…
პარასკევი მარტი 22
In გენდერიპროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები- საჭიროებებზე ორიენტირებული,ადგილობრივი პოლიტიკის აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში…
ოთხშაბათი მარტი 13
In გენდერიპროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები-საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის…
ოთხშაბათი მარტი 13
In გენდერიქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით 23 თებერვალს მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა ქუთაისში, ჰიბრიდულ რეჟიმში, თემაზე „თანამშრომლობისა…
ორშაბათი თებერვალი 26
In გენდერი