ხონის ქალთა ქსელის მიერ დევნილთა დასახლებაში ადვოაკტირებისთვის შერჩეული პრობლემის გადასაჭრელად 22 სექტემბერს ხონის სათემო განათლების ცენტრში ჩატარდა შეხვედრა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.
ადვოკატირებისთვის შეირჩა შემდეგი პრობლემა: ყოფილ სამხედრო დასახლებაში არსებული ამორტიზირებული შენობების დემონტაჟის საკითხი
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილი ქალბატონები, საკრებულოს წევრი (ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე), მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების და არქიტექტურის სამსახურების წარმომადგენლები.
შეხვედრამ აქტიური დისკუსიის ფონზე ჩაიარა. ადვოკატირების პროცესი ცენტრალურ დონეზე გაგრძელდება, პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება.