ფონდი „სოხუმის “ ინიცირებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დევნილთა პრობლემის განხილვა გაიმართა.
ადვოკატირებისთვის შეირჩა შემდეგი პრობლემა: ყოფილ სამხედრო დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის არარსებობა.
აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან იგპ პირები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურების წარმომადგენლები.
შეხვედრამ კონსტრუქციულ, საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ადვოკატირების პროცესი ცენტრალურ დონეზე გაგრძელდება, პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება.