- გენდერი
- გადასვლები: 873
ამ ეტაპზე გენდერული საბჭოს წევრები სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ-ბაღდათის გენდერული საბჭოს მდივანი
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას "გენდერი და საზოგადოება".
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას "გენდერი და საზოგადოება".
18 და 19 მაისს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე „კონფლიქტის მართვა, ანალიზი და ტრანსფორმაცია“, რომელსაც 5 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, სენაკი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის 50 აქტიური ქალბატონი და პროექტის ასისტენტები ესწრებოდნენ.
-რა დროც არ უნდა გავიდეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება ამ თემაზე საუბარი, თუმცა მაინც უნდა ვისაუბროთ.
-საშინელებაა, როცა შენს საფლავებს შორიდან უყურებ
-ჩვენ არ გვინდა ომით დაბრუნებული აფხაზეთი
- ჩვენმა შვილებმა არ უნდა იომონ
-ყველაფერს მოემატა და დევნილის შემწეობა წლებია ერთსა და იმავე ნიშნულზე დგას
-რამდენი წელი გავიდა და დღესაც არიან ბინოთ დაუკმაყოფილებელი დევნილები...
ეს ტრენინგის მონაწილეთა შეფასებაა, რომელიც მათთვის ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა პროექტ un womenis- ის ფარგლებში.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო WAVE ქსელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში ვენაში ეუთოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დასაწყებად კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად. პროექტის მიზანია შეიმუშაოს ის ინსტრუმენტები, რომელიც ასახავს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკებს ომის დროს და ომის შემდეგ გენდერული ძალადობის პრევენციისა და მათზე რეაგირების საკითხებზე. პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები სახელმძღვანელო ინსტრუმენტების მნიშვნელობაზე, განსაზღვრეს მიზანი და პოტენციური სამიზნე აუდიტორია. გარდა ამისა, სტრუქტურა და პრაქტიკები, რომელსაც უნდა შეიცავდეს საბოლოო დოკუმენტი.
პროექტში ჩართული არიან WAVE წევრი ორგანიზაციები - სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, საქართველო), გაერთიანებულ ქალთა ფონდი Banja Luka (ბანა ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა). დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://wave-network.org/new-project-supporting-women-survivors-of-violence-in-conflict-and-post-conflict-areas/
„გავაანალიზე, რომ თანამშრომლობისა და მოქალაქეების ფართო ჩართულობის გზით შესაძლებელია ისეთი სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება და შედეგების მიღწევა, რაც ცალკეული ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის რთულად რეალიზებადია“...
„რისი გვჯერა? რა ცვლილებების მიღწევა გვინდა? როგორ მოვიქცეთ ამ ცვლილებების განსახორციელებლად?...მივხვდი, რომ თუ ამაზე პასუხი არ გვექნა ერთობლივად ვერ ვიმოქმედებთ“..
„გავიაზრე, რომ გუნდურ მუშაობას მეტის მოტანა შეუძლია. ბევრად უფრო მიმზიდველია, როცა ერთი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ჯგუფები ერთდიანდებიან და ეს დიდი ძალაა“..
ეს შეფასები არის ტრენინგიდან რომელიც ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის დაგეგმილი ტრენინგის ციკლის ფარგლებში 13-14 მაისს ჩატარდა მორიგი ტრენინგი, თემაზე: „კოალიცია და ქსელები“.
მონაწილეებმა გაეცნენ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტების გაერთანების ფორმებს, იმ უპირატესობებს რაც ამ საშუალებით შეიძლება იქნება მიღწეული. როგორ შეიძლება გუნდური მუშაობის დაგეგმვა და რესურსების სწორად გადანაწილება.
ინფორმაცია რეალურ მაგალითებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით იქნა მიწოდებული. ინტერაქტიული მუშაობის რეჟიმი კი მონაწილეებს უშუალო გარემოს უქმნიდა იმისთვის, რომ მეტად კარგად გარკვეულიყვნენ საკითხში.
ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის განახლებულმა საბჭომ, პირველი სამუშაო სხდომა გამართა,რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა უძღვებოდა.
"მე ვფიქრობ, ქალი სოფლის ხელმძღვანელი ქალებისთვის არის სტიმული, უფრო თავდაჯერებულები გახდნენ" - ნონა ესებუა, ცაცხვის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტმა და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოიკოტს აცხადებს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ ,,ნაციონალური…
ოთხშაბათი მაისი 15
In პოლიტიკაუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ…
სამშაბათი მაისი 14
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების…
სამშაბათი მაისი 14
In სხვა სიახლეებისაქართველოს 38 უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერთა შორისაა ქუთაისის 2 უნივერსიტეტი- აკაკი წერეთლის სახელმწიფო…
სამშაბათი მაისი 14
In საზოგადოებაქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ,,ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები…
სამშაბათი მაისი 14
In საზოგადოება"USAID,,--ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ დევნილ ქალთა და გოგონათა სამიზნე-სამუშაო 4 ჯგუფთან ,13 და…
ორშაბათი აპრილი 29
In გენდერიქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - „გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პოლიტიკისა და პროგრამების საუკეთესო…
პარასკევი მარტი 22
In გენდერიპროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები- საჭიროებებზე ორიენტირებული,ადგილობრივი პოლიტიკის აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში…
ოთხშაბათი მარტი 13
In გენდერიპროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები-საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის…
ოთხშაბათი მარტი 13
In გენდერიქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით 23 თებერვალს მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა ქუთაისში, ჰიბრიდულ რეჟიმში, თემაზე „თანამშრომლობისა…
ორშაბათი თებერვალი 26
In გენდერი