საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ სერგო ჩიჩიანმა ქუთაისის N17 და N41 საჯარო სკოლებში გახსნილი საგამოცდო ცენტრები დაათვალიერეს და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.
2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში გამოცდებს 1600-ზე მეტი აბიტურიენტი, ხოლო ქუთაისის N41 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 1500-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.
ქვეყნის მასშტაბით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
ინგლისური ენის გამოცდის პარალელურად, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ფიზიკის გამოცდას აბარებენ.
ფიზიკის გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცხადდა 76%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაგვიანების შემთხვევა არ ფიქსირდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრმა საგამოცდო სივრცე დაათვალიერა, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 1700-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყველა ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გაგრილების სისტემებით, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.