კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველომ პირველი ოფიციალური სტუმარი მიიღო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
უნგრეთმა საქართველოსთან პირველმა, უპირობოდ გახსნა საზღვრები. ,,საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის საკითხში სამაგალითოა’’- ამბობს უნგრეთის ელჩი ვიქტორია ჰორვატი.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დიდია უნგრელ ბიზნესმენთა დაინტერესება საქართველოთი, და რომ სულ მალე 155 მილიონიანი საკრედიტო ხაზი საქართველოში დაიხარჯება.
რაც შეეხება ავიაკომპანია ,,ვიზიარის’’ მიერ ფრენების შეზღუდვას, უნგრეთის საგარეო საქმეთა თქმით, ,,ვიზიარმა’’ არა მარტო საქართველოში, არამედ პანდემიის გამო სხვა ქვეყნებშიც შეამცირა ფრენები.’’