პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კოლეჯის მშენებლობა უკვე დაიწყო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სრულად გაითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს.
კოლეჯი უახლესი ტექნოლოგიებით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით აღიჭურვება; სასწავლო სივრცეებთან ერთად, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, ასევე დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა.
კოლეჯი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.