17-18 აპრილს პროექტის: „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი თემაზე: „ ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“
ონლაინ სივრცეში ჩატარებულს ტრენინგს ესწრებოდნენ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები 5 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (ხონი, წყალტუბო, ქუთაისი, სენაკი, ზუგდიდი).
ტრენინგის მიზანი იყო ქალთა საინიციატივო ჯგუფების უანრების ამაღლება მტკიცებულებებზე დატყრდნობილი ადვოკატირების არსის, ეტაპების, განხორციელების ფორმების შესახებ და რეგიონულ დონეზე ადვოკატირების წარმოების მნიშვნელობისა და პრაქტიკული მექანიზმების გაცნობა შემდგომ წარმატებული ადვოკატირების პროცესის განხორციელებისათვის.
მონაწილეებმა მსჯელებენ ადგილობრივ დონეზე, ადვოკატირების პროცესის ჯეროვნად ჩატარების შემაფერხებელ ფაქტორებზე, განსაზღვრავენ სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებულ მხარეები; შეიმუშავენ რეგიონულ დონეზე თვითმმართველობებში არსებული საჭიროებების ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დუკუმენტი.
აღნიშნულ იქნა, რომ ტრენინგში მონაწილეობა სასარგებლო იქნება ქალთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პროექეტის ფარგლებში ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სფეროში გატარებული პოლიტიკის, თუ პრაქტიკის შეცვლაზე ორიენტირებული ადვოკატირების პროცესის წარმართვაში.
დასავლეთ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო,ზუგდიდი, სენაკი) წარმატებით ხორციელდება პროექტი: „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი თემაზე: - მშვიდობის მშენებლობა -ნდობის გამყარება. ტრენინგს ქალთა საინიციატივო ჯგუფის 50 წევრი ესწრებოდა.
ონლაინ სივრცეში ჩატარებულმა ტრენინგმა მონაწილეების დიდი ინტერესი და აქტიურობა გამოიწვია, იყო წარსულის გახსენება, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმებზე მსჯელობა.
ქალთა როლი სამშვიდობო პროცესებში შეუფასებელია. ჩვენ, ქალებს შეგვწევს ძალა გავაანალიზოთ კონფლიქტები და მათი მშვიდობიანად მოგვარების გზებზე ვიმუშაოთ დემოკრატიულად, სხვადასხვა სტრატეგიული მიდგომებით.
ქალები , ომის უბრალო მსხვერპლნი კი არ უნდა ვიყოთ ან და შეურაცხყოფის პასიური ობიექტები, არამედ, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვანი აქტორები უნდა გავხდეთ;
აღნიშნულმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მშვიდობის მშენებლობა და ნდობის გამყარება თეორიულად და პრაქტიკულად, ძალიან რთული და მტკივნეული პროცესია, თუმცა შესაძლებელია და აუცილებელიც, წარსულის შეცდომები, ომი და ნგრევა აღარ უნდა განმეორდეს, სწორედ, ასეთი ტიპის პროექტებია ხელშემწყობი, იმისა, რომ საზოგადოება მომზადდეს ინფორმაციულად, აღიჭურვოს საჭირო უნარ-ჩვევებით, რათა შეძლონ გამოიმუშაონ ეფექტიანი კომუნიკაციის ჩვევები კონფლიქტების გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით;
მშვიდობა და ნდობის შენება ომგამოვლი საზოგადოებისთვის ყველაზე ღირებული ცნებებია, რომელსაც არც ერთ საუკუნეში არ გაუდის ყავლი, ასეთი ტიპის ტრეინგები ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანია, რადგან ვემზადებით როგორც აქტიური სამოქალაქო აქტორები სამშვიდობო პროცესებში ჩასართავად.
ეს ფრაზები ტრენინგის მონაწილე ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს ეკუთნის, რომლებმაც 2 დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, ინტერაქტივში ჩართულობით და ჯგუფური მუშაობით მნიშვნევლოვნად გამოავლინეს უნარები კონფლიქტების დარეგულირების და ნდობის გამყარების საკითხებში, რაც ხელშემწყობი წინაპირობაა ქალთა როლის გაზრდის სამშვიდობო პროცესებში.