ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას "გენდერი და საზოგადოება".
ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარია - სოფო ნატრიაშვილი - ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერულის საბჭოს მდივანი.
ფონდი "სოხუმის" აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების ნგრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.
მომზადებული ვიდეო ნახეთ ლინკზე👇
18 და 19 მაისს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე „კონფლიქტის მართვა, ანალიზი და ტრანსფორმაცია“, რომელსაც 5 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, სენაკი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის 50 აქტიური ქალბატონი და პროექტის ასისტენტები ესწრებოდნენ.
-რა დროც არ უნდა გავიდეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება ამ თემაზე საუბარი, თუმცა მაინც უნდა ვისაუბროთ.
-საშინელებაა, როცა შენს საფლავებს შორიდან უყურებ
-ჩვენ არ გვინდა ომით დაბრუნებული აფხაზეთი
- ჩვენმა შვილებმა არ უნდა იომონ
-ყველაფერს მოემატა და დევნილის შემწეობა წლებია ერთსა და იმავე ნიშნულზე დგას
-რამდენი წელი გავიდა და დღესაც არიან ბინოთ დაუკმაყოფილებელი დევნილები...
ეს ტრენინგის მონაწილეთა შეფასებაა, რომელიც მათთვის ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა პროექტ un womenis- ის ფარგლებში.