ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის განახლებულმა საბჭომ, პირველი სამუშაო სხდომა გამართა,რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა უძღვებოდა.
ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის განახლებულმა საბჭომ, პირველი სამუშაო სხდომა გამართა,რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა უძღვებოდა.
"მე ვფიქრობ, ქალი სოფლის ხელმძღვანელი ქალებისთვის არის სტიმული, უფრო თავდაჯერებულები გახდნენ" - ნონა ესებუა, ცაცხვის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
"ქალი მეტი გულისხმიერებით უდგება საქმეს, სხვანაირი მუხტი და ნაპერწკალი აქვს ნებისმიერი საქმის მიმართ. ქალი სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, ნებისმიერ გასაჭირს გულთან არ მიიტანს, მანამდე არ მოეშვება. მე მაქვს შემთხვევები, როცა ჩემს თემში მაცხოვრებელი ქალები ჩემთან უფრო სხვანაირად იხსნებიან, ეს მათ ზოგად გასაჭირს ეხება თუ პირად პრობლემას. ქალი ქალს ქალური თანაგრძნობით უდგება," - ბელა შათირიშვილი, შუაამაღლების ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
7-8 მაისს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები“;
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურაზე, გაეცნენ მის უფლებამოსილებას და პასუხისმგებლობებს. გაეცნენ სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს.
სატრენინგო პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამუშაო ჯგუფებში ემუშავათ საკითხებზე: რა უშლის ხელს სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე. როგორ უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა მოტივაცია, რათა უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულნი სამოქალაქო სადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში. ინტერაქტიული მუშაობის რეჟიმში, საერთო დისკუსიის ფონზე მონაწილეები საკუტარ გამოცდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს.
მონაწილეთა შეფასებით სატრენინგო თემები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო:
„ძალიან საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ. გავეცანით იმ ფორმებს რომელიც მოქალაქეთა ჩართულობისთვის არსებობს, აუცილებელია მსგავს ინფორმაციებს ბევრი ადამიანი ფლობდეს. “
“ ამ ინფორმაციებს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. პასუხისმგებლობა ვიგრძენი, უფრო მეტად ჩავერთო ჩემს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.“
28- 29 აპრილს პროექტის: „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში ორდღიანი ტრენინგი ZOOM პლატფორმაზე გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის, სენაკის, ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები. ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები თემაზე „ადგილობრივი ბიუჯეტი, სამოქალაქო ბიუჯეტირება“
მონაწილთა მხრიდან მაღალი ინტერაქტიული ჩართულობით გაგრძელდა სატრენინგო თემის განხილვა. ტრენინგზე გამოყენებული ჯგუფური მუშაობის, დისკუსიების ფორმატით მონაწილეებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ.
მონაწილეთა მხრიდან მიღებულ უკუკავშირით დაფიქსირდა, რომ განხილული თემა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ინფორმაციები და აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებში.
აღნიშნული ტრენინგით ერთვიანი სატრენინგო ციკლი დასრულდა, რომელიც ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მოამზადებს სათანადო უნარებით. რაც შექმნის იმის გარანტიებს, რომ აქტიურად იმუშაონ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან 1325 რეზლუციის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე დანერგვის კუთხით.
"ერთხელ, კახეთში, ღვინის გამოფენაზე, როდესაც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შევხვდი, მახსოვს, როგორი გაოცება გამოიწვია, როდესაც დამინახეს, პატარა გოგო, 14 წლის. მათ ძალიან მოეწონათ ჩემი ეს საქმიანობა, ჩემი დაყენებული ღვინო და ამან მეტი სტიმული მომცა, გავხდე უკეთესი ჩემს ამ საქმიანობაში," - თეკლა გენელიძე, მეღვინე, აბიტურიენტი.
მომზადებული ფილმი იხილეთ ლინკზე👇👇
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოება"საზაფხულო ბანაკი 2026-ის" პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 13-დან 17…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებარუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ…
ორშაბათი ივლისი 27
In საზოგადოებაქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო…
ორშაბათი ივლისი 27
In საზოგადოება