,,ვითხოვთ სასიცოცხლო პირობებს” ,, მოგვეცით წყალი”! - ამ და სხვა მზგავსი შინაარსის სლოგანით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს.
ადგილობრივ მოსახლეობას გზისა და სასმელი წყლის პრობლემა მათივე თქმით, წლებია აწუხებთ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ,
როგორც სოფელ კვახჭირის მაჟორიტარი დეპუტატი მირზა აფიდონიძე აცხადებს თვითმართველობის მხრიდან შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს და ადგილობრივებს სასმელი წყლისა და გზის პრობლემა უახლოეს მომავალში მოეხსნებათ.