რამდენად ინფორმირებულია ადგილობრივი მოსახლეობა საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ? საკითხის ირგვლივ კვლევა სამიზნე რეგიონებში ჩატარდა.
გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევა საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას, ელექტრონული მომსახურების გამოყენების ხარისხის ანალიზსა და მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის რეფორმის კონკრეტული შედეგების და გამოწვევების განსაზღვრას ისახავდა მიზნად.
კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციები და წინადადებები საფუძვლად დაედება პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ადვოკატირების სტრატეგიებსა და მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებისთვის თვითმმართველობასთან თანამშრომლობას.
კვლევის შედეგები მედიისთვის ონლაინ პრეს-კონფერენციაზე საშუალებით გახდა ცნობილი, რომელიც კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმი“, "მეწარმე ქალთა ფონდისა" და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“ წარმომადგენელთა ორგანიზებით ჩატარდა.