პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. პოლიტიკოსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,ლჯ-ში,, დღეს ადრე დილით შეიყვანა,მას მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტი უკვე მესამედ აქვს . უტარდება სათანადო მკურნალობა, პოლიტიკოსს ესაჭიროება აორტო კორონარული შუნტირების ოპერაცია, იგეგმება კარდიოლოგიური კონსილიუმის მოწვევა ,რომლის შემდეგაც გადაწყდება როდის ჩაუტარდება ოპერაცია.
გოგი წულაია 56 წლისაა, მას გული 16 წელია აწუხებს, რამდენჯერმე აქვს გაკეთებული კორონარული სტენტირება. ინფორმაცია მედიას კლინიკა ,,ლჯ-ის,, დამფუძნებელმა ,კარდიოლოგმა ზაზა ლომინაძემ მიაწოდა.