მიმდინარე წლის 15 აგვისტოს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ რეგიონის მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მედიას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის „შავი ზღვის აუზის გარემოს დაცვა ერთობლივი ძალისხმევით ( BeECO)“მიზნებისა და ამოცანების შესახებ,,
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის აუზის 2014-2020 პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას, მდინარეებისა და ზღვების დაბინძურების შემცირებას ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვითა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საშუალებით.
პროექტს ახორციელებენ: ასოციაცია „ ქვემო დუნაის ევრორეგიონი“ (რუმინეთი-ლიდერი პარტნიორი), ასოციაცია „პრონატურა - გალათი“ (რუმინეთი),„ურბანული ფონდი მდგრადი განვითარებისათვის“ (სომხეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო), „საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის სააგენტო“ (მოლდოვა).