წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ყოველთვიურ შეხვედრებს აქტიურად იყენებს პრობლემათა პრიორიტეტებად დაყოფა-ადვოკატირებისთვის.მიმდინარე თვეებში ადვოკატირების პროცესი დაეთმობა მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობას და მისი გადაწყვეტის გზების ძიებას.
მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს დევნილთა პრობლემური კორპუსების ,,ნესტდამცავი,, მასალით შეფუთვაზე.აღნიშნული საკითხი, რადგან დიდ რესურსს მოითხოვს ფინანსურად,ამიტომ ადვოკატირება ცენტრალურ დონეზე გადაწყდა.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის ,,ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის,, (UN WOMEN) ფარგლებში.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ადვოკატირების პროცესს.
ჯგუფი მუშაობს ჭომის დევნილთა დასახლებაში არსებული დანესტილი კორპუსების შეფუთვის საკითხზე.ასევე,გაბისკირიას ქუჩაზე არსებული გზის საფარის მოწესრიგებაზე.
მიმდინარეობს ახალი პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია,რათა ეტაპობრივად მოხდეს დევნილთა ჩასახლებებში სოციალური პროფილის გაუმჯობესება.
გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო აქტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე, რომელიც ქუთაისში ჩატარდა პედაგოგებისთვის. მონაწილეები წარმოადგენდნენ 6 მუნიციპალიტეტს: ჩოხატაური, ვანი, ხონი, ზუგდიდი, წყალტუბო და ბაღდათს.
სენაკის ქალთა სამუშაო გუნდმა ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავა.
-ჩვენ მივყვებით ადვოკატირების გეგმას. სამუშაო გეგმიდან გამომდინარე ყველა ეტაპი გათვლილია და გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ,რათა აქტიურობის მუხტი არ შენელდეს-მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.
იდენტიფიცირებულ პრობლემებს შორის გამოიკვეთა დევნილთა დასახლებაში ტრენაჟორების დამონტაჟების საკითხი,ასევე აქტუალურად ჩაითვალა გაზონების გაწმენდა სარეველა ბალახებისგან.ორივე პრობლემა მოითხოვს თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან.ამ პროცესში ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოება