რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტრომ ჭიათურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაასრულა.
,,ჭიათურაში მოეწყო წყლის სრულიად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები.აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი
ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 43 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა,,-წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.